პოგბას ვეღარ აჩერებენ - მოურინიოს წასვლას ელოდებოდა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-20 ტურში "მანჩესტერმა" სახლში "ბორნმუთი" 4:1 დაამარცხა.

დუბლი და საგოლე გადაცემა პოლ პოგბამ მიითვალა. ის ამ გუნდის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 2012 წლის შემდეგ ზედიზედ 2 შეხვედრაში შეასრულა დუბლი. 4 გოლი მან გუნდის მოურინიოს ხელმძღვანელობისას 17 მატჩში გაიტანა.

ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით "მანიუმ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და 35 ქულით მე-6 ადგილზეა.

"იუნაიტედმა" სამ თამაშში 12 გოლი გაიტანა, რაც უკანასკნელად 7 წლის წინ მოხდა.

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 74 556 მაყურებელი
მანჩესტერი - ბორნმუთი 4:1
გოლები: 1:0 პოგბა (5), 2:0 პოგბა (33),
3:0 რეშფორდი (45), 3:1 აკე (45+2), 4:1 ლუკაკუ (72)

გაძევება: ბაიი (79)
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოეხსნათ ზაფხულში მოურინიო და ეხლა ჩემპიონობის რბოლაში იქნებოდა მანიუ. საცოდაობა იყო მაურინიოს ხელში ეგ შემადგენლობა მაურინიო უნდა წვრთნიდეს გავარდნისგან გადარჩენისთვის რომ იბრძვიან ისეთ გუნდებს
ტოტტი
23:45 30-12-2018
1
აი ხო აშკარად რო საბოტაჟით დააზარალეს გუნდი, ტიპები უბრალოდ არ თამაშიბდნენ. ეგეთ მენეჯმემტს რა ვუთხარი, ამათ რო გუნდში დატოვებს.
Moomoo
07:00 31-12-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული