Globe Soccer Awards-მა "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
საუკეთესო მწვრთნელად დიდიე დეშამი მიიჩნიეს, რომლის ხელმძღვანელობითაც საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
საუკეთესო გუნდად მადრიდის "ატლეტიკო" დასახელდა.
საუკეთესო აგენტად ჟორჟე მენდეში აღიარეს, რომლის ძალისხმევითაც რონალდო "იუვეში" გადავიდა, ხოლო საუკეთესო სპორტულ დირექტორად ფაბიო პარატიჩი (იუვენტუსი).
საზეიმო ცერემონია დუბაიში ჩატარდა.