ნეიმარის მამა თავიში შვილის პსჟ-ში გადასვლას ნანობს

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივო" ირწმუნება, რომ პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.

გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელის მამა, რომელიც მისივე აგენტიცაა, სისტემატურად ეკონტაქტება "ბარსას". ის უკანასკნელ ხანს ხუთჯერ შეხვედრია კატალონიელებს.

მას უთქვამს, რომ თავის შვილს შეცდომა დაუშვია, როდესაც გუნდი გამოიცვალა, ამის გამო იმედგაცრუებულია და ნანობს.

ამჟამად ბლაუგრანა ნეიმარის ზაფხულში დაბრუნების შესაძლებლობას სწავლობს.

ნეიმარი "პარი სენ ჟერმენმა" 2017 წლის აგვისტოში 222 მილიონ ევროს შეიძინა, ამ სეზონში კი მან 21 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიანაც მიქარაკოუტინიომ ლივერპულიდან წამოსვლა ხეხოს ეხლა სკამი ღირსია.
კახა
15:25 12-01-2019
1
ეტყობა ნეის აღარ უნდა, მბაპეს ჩრდილ ქვეშ ყოფნა და იფიქრა ჯობია ისევ მესის ჩრდილქვეშ ვიყოო.
გია
12:27 12-01-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული