ნეიმარის მამა თავიში შვილის პსჟ-ში გადასვლას ნანობს

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივო" ირწმუნება, რომ პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.

გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელის მამა, რომელიც მისივე აგენტიცაა, სისტემატურად ეკონტაქტება "ბარსას". ის უკანასკნელ ხანს ხუთჯერ შეხვედრია კატალონიელებს.

მას უთქვამს, რომ თავის შვილს შეცდომა დაუშვია, როდესაც გუნდი გამოიცვალა, ამის გამო იმედგაცრუებულია და ნანობს.

ამჟამად ბლაუგრანა ნეიმარის ზაფხულში დაბრუნების შესაძლებლობას სწავლობს.

ნეიმარი "პარი სენ ჟერმენმა" 2017 წლის აგვისტოში 222 მილიონ ევროს შეიძინა, ამ სეზონში კი მან 21 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დიდი შეცდომა დაუშვა ნეიმარმა, მაგრამ “ბარსა მეტია ვიდრე კლუბი” და თუ აღიარებს დანაშაულს იქნებ აპატიონ მართლაც და დააბრუნონ :)) მე პირადად როგორც ბლაუგრანას ფანს ძალიან გამიხარდება ერთ-ერთი უმაგრესი ფეხბურთელის დაბრუნება, რომელსაც ბარსას წარმატებაში, ტრებლის მოგებაში, წვლილი მიუძღვის და ასევე იმ დიდებულ ისტორიულ მატჩში როგორიცაა 6:1 პსჟ-ს განადგურება რომელიც ვფიქრობ არავის არ დაავიწყდება :** ამას რომ თავი დავანებოთ ისეთი დიდებული ტრიო აღსდგება რომელიც თითქმის მთელმა მსოფლიომ საუკეთესოდ აღიარა MSN (მესი სუარესი ნეიმარი) მაგრამ ნეიმარზე ფულზე მეტად მამამისმა მოახდინა ზეგავლენა სამწუხაროდ :(( ვნახოთ რამოხდება
0
მაშინ ხო არ ნანობდა მთელ გუნდს, რომ აუმხედრდა და ხელფასის მომატებისთვის, რომ აშანტაჟებდა? ბარსას გულშევატკივარი ვარ, მაგრამ ამას თუ დააბრუნებენ - თავში ქვაც უხლიათ და ასე ფიქრობს ბევრი...
ლევანი
21:01 11-01-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული