33 წლის პოლონელმა ნახევარმცველმა იაკუბ ბლასჟიკოვსკიმ "ვოლფსბურგი" დატოვა და თავის ყოფილ გუნდში, კრაკოვის "ვისლაში" გადაწყვიტა ითამაშოს, რომელიც ერთობ რთულ ფინანსურ სიტუაციაშია.
კლუბს ჩემპიონატში ასპარეზობის ლიცენზია ჩამოართვეს და თუ 16 იანვრამდე დავალიანებას არ დაფარავს, არ აღუდგენენ.
ბლასჟიკოვსკიმ მისი დახმარება გადაწყვიტა - 300 ათასი ევრო ასესხა და მზადაა მუქთად ითამაშოს.
"ვისლა" 20 ტურის შემდეგ 29 ქულით ჩემპიონატზე მე-8 ადგილზეა.
ბლასჟიკოვსკი ამ გუნდის ღირსებას 2005-2007 წლებში იცავდა და შემდეგ გადავიდა "დორტმუნდში".
მას პოლონეთის ნაკრებში 103 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი.
ნეტა ჩვენებიც ასე აკეთებდნენ ...
მაგრამ ამის ნაცვლად, ქეცბაია სხვა ქვეყანაში ხსნის აკადემიას და იძახის ბავშვთა ფეხბურთი კვდება საქართველოშიო, ფაჩულია ორმაგს ახდევინებს თავის თანამოქალაქეებს უხარისხო მომსახურებაში (პირადად დამყავდა და ვიცი) თან ისეთ ფართში, რომელიც სახელწიფომ უფასოდ გადასცა თუ არ ვცდები 49 წლიანი იჯარით და ა.შ.
კიდევ ბევრია ასეთი მაგალითი, მაგრამ ეს ორი მაინც ყველაზე აღმაშფოთებელია.