განელი ჟურნალისტი მოკლეს, რომელიც ფეხბურთის ასოციაციის კორუფციას იძიებდა

AutoSharing Option
განელი ჟურნალისტი აჰმედ ჰუსეინ-სუალე მოკლეს, რომელიც ფეხბურთის ასოციაციის კორუფციას იძიებდა.

მას უცნობებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ქალაქ აკრას გარეუბანში ესროლეს და მოკლეს.

ის Tiger Eye Private Investigations-თან ერთად განის ფეხბურთის ასოციაციის კორუფციას იძიებდა.

ზაფხულში BBC Africa Eye-მ ფილმი გადაიღო განის ფეხბურთში არსებულ კორუფციაზე. მასში მოთხრობილია, თუ როგორ იღებდნენ მსაჯები და ასოციაციის პრეზიდენტი კვესი ნიანტაკი ქრთამს.

ამის შემდეგ პარლამენტის წევრმა კენედი აგიაპონგმა ჰუსეინ-სუარეს სურათები გაავრცელა და მისი ანგარიშსწორებისაკენ მოუწოდა.

განის მთავრობას მაშინ მყისიერად მოახდინა რეაგირება, ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელები გადააყენა, ხოლო ფიფამ გამოძიება დაიწყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული