"შახტარმა" "ალეკსანდრიიდან" 24 წლის ცენტრალური მცველი ვალერი ბონდარენკო (სიმაღლე 194 სმ) გადაიყვანა და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ტრანსფერის ფინანსური მხარე არ ხმაურდება.
ბონდარენკო უკვე შეუერთდა გუნდს თურქულ შეკრებაზე.
მან "შახტარში" იაროსლავ რაკიცკი უნდა შეცვალოს, რომელიც "ზენიტში" აპირებს გადაბარგებას. ის დავით ხოჭოლავას კონკურენტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბონდარენკო 2014 წელს ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა და ჩემპიონატის 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ამას გარდა, ვალერიმ 2 შეხვედრა ჩაატარა საქართველოს თასზე.