საამიროების ნაკრების ფანებმა კატარელ ფეხბურთელებს მატჩისას ფეხსაცმელები დაუშინეს

AutoSharing Option
კატარის ნაკრებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აზიის თასის ნახევარფინალში მასპინძელთა ეროვნული გუნდი 4:0 გაანადგურა და რისხვაც დაიმსახურა.

გულშემატკივრებმა არა საკუთარი, არამედ სტუმარი გუნდის მიმართ გამოავლინეს აგრესია - აქაოდა, ჩვენი მოგება და თანაც, ჩვენსავე მოედანზე როგორ გაბედეთო.

მეორე გაშვებული გოლის შემდეგ მათ ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნების და მათ შორის ფეხსაცმელების სროლა დაიწყეს.

თამაშის დაწყების წინ საამიროების ნაკრების ქომაგებმა კატარის ჰიმნს უსტვინეს.

2017 წელს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კიდევ 5 არაბულ სახელმწიფოსთან ერთად კატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

1 თებერვალს, აბუ
დაბიში, აზიის თასის ფინალში კატარი იაპონიას შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული