"ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ "ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა დიტმარ ჰამანმა გუნდის პრობლემა და ეგოისტი ფეხბურთელი უწოდა.
"მე მუდამ ჩემს სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული. სათასო მატჩები ყოველთვის განსაკუთრებულად რთულია. არ მაინტერესებს, ვინ რას ლაპარაკობს. მითუმეტეს ახლა, როდესაც საუბარი იდიოტურ კომენტარებზეა. არა მგონია ჰამანი ტაქტიკაში კარგად ერკვეოდეს", - განუცხადა ჰამანმა ESPN-ს.
20 ტურის შემდეგ "ბაიერნი" ლიდერ "დორტმუნდს" 7 ქულით ჩამორჩება, ლევანდოვსკიმ კი 19 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.