მარტინ შკრტელმა "ბარსელონაში" გადასვლა არ ისურვა

AutoSharing Option
ეს ინფორმაცია AS-მა გაავრცელა: "ფენერბახჩეს" სლოვაკმა მცველმა მარტინ შკრტელმა "ბარსელონაში" გადასვლაზე უარი თქვა.

გამოცემის მტკიცებით, შკრტელს არ აწყობდა "ბარსაში" სათადარიგოობა. შედეგად, კატალონიურმა კლუბმა "ვალენსიასგან" იჯარით ჯეისონ მურილიო აიყვანა და სეზონის დასრულების შემდეგ მისი კონტრაქტის გამოსყიდვა შეუძლია.

შკრტელი "ფენერბახჩეში" 2016 წელს "ლივერპულიდან" გადავიდა და ეს სიამოვნება სტამბოლურ გუნდს 6 მილიონი ევრო დაუჯდა. ამ სეზონში მან თურქეთის ჩემპიონატის 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

შკრტელს "ფენერბახჩესთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება.

მარტინ შკრტელმა "ბარსელონაში" გადასვლა არ ისურვა" />მარტინ შკრტელი ავტოგოლებით ჯეიმი კარაგერს წამოეწია

altმარტინ შკრტელი და კლოუნები

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ვიღას დაკარგვია, აღარ უნდა ბარსას ამდენი ფეხბურთელების დამატება. ზედმეტი იყო ვიდალის, ბიოტენგის მოყვანა. ამათ საერთოდ გავუშვებდი. ბარსა ისეთი გუნდია, რომ ძნელად მისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერისათვის და არა ღია კარები ყველასათვის.
გია
13:28 12-02-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული