France Football-მა ისტორიაში საუკეთესო ათი კლუბი დაასახელა: მათ შორისაა პსჟ და "სიტი"

AutoSharing Option
გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემამ, France Football-მა 12 თებერვლის ნომერში გამოაქვეყნა მსოფლიო ისტორიის 10 საუკეთესო კლუბი, რომელთა შორისაც ისეთი კლუბები მოხვდა, როგორებიცაა: პსჟ, "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი".

რეიტინგი სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით შედგა, მათ შორის - ტიტულების, "ოქროს ბურთების" რაოდენობის, სატელევიზიო  და სოციალური ქსელების აუდიტორიის, გულშემატკივართა დასწრების, შემოსავლის, გუნდის ფეხბურთელების ფასისა და კლუბის ისტორიული მნიშვნელობის მიხედვით.

სიას მადრიდის "რეალი" ლიდერობს. მეორე "ბარსელონაა", მესამე პოზიციაზე კი "მანჩესტერ იუნაიტედია".

მსოფლიო ისტორიაში 10 საუკეთესო კლუბი France Football-ის ვერსიით:
  1. მადრიდის რეალი - 184 ქულა
  2. ბარსელონა - 177
  3. მანჩესტერ იუნაიტედი - 151
  4. მიუნხენის ბაიერნი - 135
  5. ლივერპული - 120
  6. იუვენტუსი - 107
  7. პსჟ - 94
  8. ჩელსი - 91
  9. მანჩესტერ სიტი - 89
  10. არსენალი - 88
მკითხველის კომენტარები / 21 /
ჩემი კომენტარი სად გააქრეთ თქვე მშიერო მონებო?
1
1.ბარსელონა 2.რეალი 3.იუნაიტედი 4.მილანი 5.იუვენტუსი 6.ლივერპული 7.ბაიერნი 8.ინტერი 9.აიაქსი 10. სიტი ესეც ჩემი ათეული ;))
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული