ფლორენტინო პერესი: ნეიმარი კი, ედენ აზარი - არა

AutoSharing Option
"დონ ბალონი" ირწმუნება, რომ თუ ზაფხულში "რეალმა" პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერი გაჩარხა, "ჩელსის" ნახევარმცველ ედენ აზარს არ შეიძენს.

ბრაზილიელი იყო და რჩება ბლანკოსის პრეზიდენტ ფლორენტნო პერესის მთავარ სამიზნედ. მას მიაჩნია, რომ ნეიმარი და აზარი მოედანზე შეუთავსებელნი იქნებიან. ამდენად, ერთის ყიდვა ავტომატურად გამორიცხავს მეორის დამატებას.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდული კლუბი აზარს ხუთწლიან კონტრაქტზე მოურიგდა.

ამ სეზონში აზარმა 32 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ნეიმარმა 23 შეხვედრაში 20-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 11 საგოლე პასი გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული