კარლო ანჩელოტი: პერესთან კონფლიქტი ბეილის გამო დამეწყო

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახსნა.

"ალტრუიზმი ანუ ვინმესადმი უანგაროდ სამსახური გუნდს არ სჭირდება. ჭკუიდან გადავყავარ ეგოისტ ფეხბურთელებს, რომელთაც საჭირო მომენტში პარტნიორისთვის პასის მიცემა არ უნდათ. ამისათვის დავისაჯე.

პერესთან კამათის მიზეზი "ვალენსიასთან" მატჩში ბეილის შეცვლა იყო. ბეილმა ცარიელი კარის წინ მყოფ ბენზემას ბურთი არ გადააწოდა და თვითონ დაარტყა.

შევცვალე ბეილი და კონფლიქტიც დაიწყო. შესაძლოა, ზედმეტი ალტრუიზმიც ვნებს თავდამსხმელს. ცოტა ეგოისტი უნდა იყოს, ოღონდ ძალიან არა", - განუცხადა ანჩელოტიმ Il Napolista-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული