ანჩელოტი: როდესაც დე ლაურენტისმა დამირეკა, მეგონა მეხუმრებოდა

AutoSharing Option
კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ "ნაპოლის" წინადადებამ გააკვირვა.

"სამშობლოში დაბრუნება და კვლავ იტალიურად ლაპარაკი მინდოდა. ეს "ნაპოლიში" მუშაობის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო.

როდესაც დე ლაურენტისმა დამირეკა, მეგონა მეხუმრებოდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მე მას წლების განმავლობაში ხშირად ვესაუბრებოდი. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც პსჟ კავანის შეძენას ცდილობდა.

მინდა თუ არა კავანის დაბრუნება? მე არ მიყვარს სხვა გუნდის ფეხბურთელებზე ლაპარაკი. მომწონს ჩემს განკარგულებაში მყოფი თავდამსხმელები.

ვიცოდი, რომ ჰამშიკს ზაფხულში გუნდის გამოცვლა უნდოდა, თუმცა გადავაფიქრებინე".

ჩემპიონთა ლიგაზე ამ კვირაში "ნაპოლი" პსჟ-ს დაუზავდა და
ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული