ნეიმარი "ბარსელონას" ნიანგის ცრემლებით მისტირის

AutoSharing Option
პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა "ბარსელონაზე" და მის ფორვარდ ლეო მესისთან მეგობრობაზე ისაუბრა.

"მართალი გითხრათ, ჩემთვის ძალიან ძნელია მესიზე ლაპარაკი, რადგან ჩემთვის "ბარსაში" ყველაფერი განსაკუთრებული იყო. ამას არც ვმალავ და ყველას ვეუბნები.

იმ მომენტში, როდესაც ყვლაზე მეტად მიჭირდა, ჩემთან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მოვიდა და მითხრა, რომ მზად იყო დამხმარებოდა", - ციტირებს ბრაზილიელს Esporte Espetacular.

ნეიმარი "ბარსაში" 2013-2017 წლებში თამაშობდა და შემდეგ "პარი სენ ჟერმენმა" მისი კონტრაქტი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

ამჟამად ის ტრავმირებულია და ბარსელონაში მკურნალობს.



მკითხველის კომენტარები / 2 /
იცით რა მიკვირს? ლეო არის ზომაზე მეტად თავმდაბალი ადამიანი და მაინც არ ასვენებენ. ნეიმარი, რომ ძლიერი ფეხბურთელია ეს ნანდვილად საკამათო არ არის, ეგ კი არა გულიც დამწყდა, როცა წავიდა. თვითონ იძახის ლეო ძალიან მეხმარებოდაო და მეტი რა უნდოდა. მამამისმა დაახარბა ფულებს და ესეც აყვა მის ხუშტურებს. ეჰ ნეიმარ ეხლა უკვე გვიანია სინანული, შენ ისეთი შანსი გაუშვი ხელიდან, რომ ეხლა მეორე ფეხბურთელი იქნებოდი მსოფლიოში, მაგრამ რას ვიზამთ ასე იცის სიხარბემ.
გია1
18:14 26-02-2019
1
თვით ტიერი ანრი გადმოვიდა ბარსელონაში,ლეოსთან რომ ეთამაშა,ამ მამამიჯმულმა კიდევ, მესის ჩრდილიდან გამოსვლა გადაწყვიტა და პსჯ-ში 19 წლის მბაპეს ჩრდილში მოექცა,მიხვდა რა ბებიამისის ჭამა და ტირის ეხლა,თან ასაკი ემატება და არც ოქროს ბურთი არ აქვს და არც ოქროს ბუცი,რიგით ფეხბურთელად შევა ისტორიაში.ერთი სიტყვით, მამამისის სიხარბემ ზიანი მიაყენა ამ მაგარი ფეხბურთელის კარიერას.
leng
14:06 26-02-2019
0

სიახლეები პოპულარული