La Gazzetta Dello Sport. კახა კალაძე: გატუზომ ახალი გუნდი შექმნა - პიონტეკი რონალდო ვერ გახდება

AutoSharing Option
"მილანისა" და "ემპოლის" მატჩს (3:0), როსონერის ყოფილი მცველი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და "გაძეტა დელო სპორტს" ინტერვიუ მისცა.

- პარასკევს სტადიონზე იყავით. როგორ ისიამოვნეთ?
- "მილანმა" კარგად" ითამაშა. მომეწონა. ამ სეზონში სტადიონზე პირველად ვიყავი, ისე კი მატჩებს ტელევიზორში სისტემატურად ვუყურებ. გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს.

- ყველაზე უფრო რა მოგეწონათ?
- დაცვაში უფრო დამაჯერებელია, თავდასხმაში კი აგრესიული.

- ეს გატუზოს დამსახურებაა?
- მან შექმნა ეს გუნდი, სათამაშო რგოლები ერთმანეთს ეხმარებიან.

- ელოდით თუ არა, რომ გატუზო ესოდენ კარგი მწვრთნელი იქნებოდა?
- მართალი
გითხრათ, არა. ფეხბურთელობისას ამაზე არ ვსაუბრობდით, ახლა კი ერთმანეთს იშვიათად ვეკონტაქტებით. მიხარია მისი წარმატება. შეუძლია გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანოს.

- რას იტყოდით ყოფილ თანაგუნდელებზე, ლეონარდოსა და პაოლო მალდინიზე, რომლებიც ახლა კლუბში მუშაობენ?
- მათ კლუბს სტაბილურობა შემატეს, რაც უკანასკნელ ხანს არ შეინიშნებოდა. შევიტყვე, ელიოტს სურს ინვესტიციები განახორციელოს და ასეთ შემთხვევაში, "მილანი" თავის დიდებას დაიბრუნებს.

- პიონტეკზე რას იტყვით?
- ის "ჯენოადან" მახსოვს, კარგი თავდამსხმელია და პროგრესირება კიდევ უფრო შეუძლია. იტალიის ჩემპიონატში უცხოელისთვის, მეტადრე ფორვარდისთვის ადაპტაცია ადვილი როდია. მას საქმისადმი სწორი დამოკიდებულება გააჩნია. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ მითამაშია. რონალდო ვერ გახდება, თუმცა შეუძლია კარგი თავდამსხმელი იყოს.

- გატუზოს საგულშემატკივროდ ისევ ეწვევით "სან სიროს"?
- ტელეფონზე ველაპარაკები ხოლმე. მილიონნახევრიანი ქალაქის მერი ვარ, უამრავი საქმე მაქვს, მრავალი პრობლემაა გადასაჭრელი, დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა, ახალი პროექტები განხორციელდეს და ხალხი უფრო ბედნიერი იყოს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
გატუზოს მილანი მართლაც სულ სხვაა ახალი სულია და წინ დიდი გამარჯვებები ელოდება... forza milan
სიო
27 თებერვალი 2019 14:18
0
რატომ მბლოკავთ?გოგას გულისთვის?რა დავწერე ისეთი?
ზასტაველი
27 თებერვალი 2019 12:26
3
საქართველოსთვის ზალიან დიდი პიროვნება ხარ კახი, სულ სხვა იმიჯის, გაწონასწორებული და იმას რასაც შენ მიახწიე, სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრებისთვის და ფეხბურთელებისთვის ათწლეულის ოცნებაა. პ. ს. იმედია ევროპაზე გასვლით რამეს შეცვლიან ეხლა ბიჭები ;)
V
27 თებერვალი 2019 12:23
12
გოგა ეტყობა შენ როსონერში ჩემპიონთა თასი ორჯერ მოიგე,მერე კლუბებში მსოფლიო ჩემპიონი გახდი და მსოფლიო ნაკრებშიც შენ ბრწყინვალედ ითამაშე,ამ შენ თამაშებს კიახი კალაძე ტრიბუნებიდან უყურებდა.
ზასტაველი
27 თებერვალი 2019 11:46
12
არა ბრატ მე არც მიმიღწევია და ვერც მივაღწევ მაგდენს რაც კახიმ მიაღწია ფეხბურთელობაში და პოლიტიკაში ფულის შოვნაში. მე უბრალოდ ვთქვი ასე არ უნდა ეთქვა იქნებ რონალდოზე უკეთესი გამოვიდეს და მითუმეტეს მთელ პოლონეთს გაუტყდება ეს სიტყვები. პოლონეთზე უკეთესი მეგობარი ქვეყანა სხვა გვყავს? მე პირადად ყველაფერში ვგულშემავტკივრობ პოლონეთს.
გოგა
27 თებერვალი 2019 14:22
5
რაც არის ის თქვა!
გოგას
27 თებერვალი 2019 11:22
4
პოლონელი ჟურნალისტები რო გადათარგმნიან და მთელი პოლონეთი რო მოიკითხავს ლამაზად მერე მიხვდება რაც თქვა. ჩვენ ჩაკვეტაზეზე რო თქვან ასე გაგვისწორდება:(
დავით
27 თებერვალი 2019 11:04
4
არ შეიძლება ეგეთი რამის თქმა, მითუმეტეს ფეხბურთელმა ფეზბურთელზე არ უნდა თქვა. მთქმელზე
ტოვებს ისევ ცუდ შთაბეჭდილებას
უტაქტობაა ეგ
27 თებერვალი 2019 10:48
3
აქ ჩამოდი ბიჭო და მიხედე შენს ქალაქს,ტრანსპორტი ცუდად მუშაობს განსაკუთრებით პიკის საათებში და ნაგავი დროზე გაიტანონ...
სტატუს ქუო
27 თებერვალი 2019 10:23
6
ნაგავიც გააქვთ და ტრანსპორტსაც ხედავენ. უკეთესი იქნება, თუ ნაგვის დაყრას თავსხდაანებებ და პურის საყიდლად თუ ფეხით ივლი.
ჯეჯე
27 თებერვალი 2019 14:33
6
რა ექსპერტისთვის უკითხავთ:) რა იცის ამან რონალდო გახდება თუ მესი,ან რა თქმაა ეგ? კურიერის ჟურნალისტთან საუბრობდა ეგონა.
გოგა
27 თებერვალი 2019 10:07
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული