kerkida.net. თემურ ქეცბაია მზადაა, "ანორთოსისი" ჩაიბაროს

AutoSharing Option
kerkida.net-ის ცნობით, თემურ ქეცბაიამ ორწლიანი პაუზის შემდეგ, არაა გამორიცხული, მუშაობა განაახლოს.

კვიპროსის ერთ-ერთი წამყვანი გუნდი "ანორთოსისი" მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და ეს გუნდის შედეგებსაც დაეტყო - რეგულარულ სეზონში მე-7 ადგილზე გავიდა და საპრიზო ადგილებისთვის ვერ იბრძოლებს.

კლუბში თავისი გუნდით დაბრუნებას გეგმავს ყოფილი პრეზიდენტი ხრისტოს პოილაიდისი, რომელიც ქეცბაიას ახლახან შეხვდა და მასთან გუნდის გაწვრთნის სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

ქეცბაია "ანორთოსისში" 1992-1994 და 2002-2006 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი 2009 წლამდე მისი მწვრთნელი იყო. ბოლოს ის "ორენბურგში" მუშაობ
და.

ფამაგუსტური გუნდის ღირსებას ქართველი თავდამსხმელები - ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე იცავენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული