kerkida.net-ის ცნობით, თემურ ქეცბაიამ ორწლიანი პაუზის შემდეგ, არაა გამორიცხული, მუშაობა განაახლოს.
კვიპროსის ერთ-ერთი წამყვანი გუნდი "ანორთოსისი" მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და ეს გუნდის შედეგებსაც დაეტყო - რეგულარულ სეზონში მე-7 ადგილზე გავიდა და საპრიზო ადგილებისთვის ვერ იბრძოლებს.
კლუბში თავისი გუნდით დაბრუნებას გეგმავს ყოფილი პრეზიდენტი ხრისტოს პოილაიდისი, რომელიც ქეცბაიას ახლახან შეხვდა და მასთან გუნდის გაწვრთნის სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
ქეცბაია "ანორთოსისში" 1992-1994 და 2002-2006 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი 2009 წლამდე მისი მწვრთნელი იყო. ბოლოს ის "ორენბურგში" მუშაობ
და.
ფამაგუსტური გუნდის ღირსებას ქართველი თავდამსხმელები - ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე იცავენ.