ფოტო: vissel-kobe.co.jp
რამდენიმე დღის წინ "ბარსელონამ" 24 წლის საყრდენ ნახევარმცველ სერხი სამპერთან კონტრაქტი გაწყვიტა, 7 მარტს კი ის იაპონურ "ვისელ კობეს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ნიჭიერმა ფეხბურთელმა, რომელიც "ბლაუგრანას" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში ბავშვობიდან თამაშობდა, უამრავი ტრავმის გამო "ბარსელონას" ძირითად გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და კლუბი დატოვა.
სერხი სამპერს "ვისელ კობეში" ანდრეს ინიესტა, დავიდ ვილია და ლუკაშ პოდოლსკი დახვდებიან.
იაპონური კლუბი J1 ლიგაში მეცხრე პოზიციას იკავებს.
ინიესტამ და პოდოლსკიმ იაპონიაში შეხლა-შემოხლაში მიიღეს მონაწილეობა [VIDEO]