"ბარსელონადან" იაპონიაში - სერხი სამპერი ანდრეს ინიესტას თანაგუნდელი გახდა

AutoSharing Option
ფოტო: vissel-kobe.co.jp

რამდენიმე დღის წინ "ბარსელონამ" 24 წლის საყრდენ ნახევარმცველ სერხი სამპერთან კონტრაქტი გაწყვიტა, 7 მარტს კი ის იაპონურ "ვისელ კობეს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ნიჭიერმა ფეხბურთელმა, რომელიც "ბლაუგრანას" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში ბავშვობიდან თამაშობდა, უამრავი ტრავმის გამო "ბარსელონას" ძირითად გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და კლუბი დატოვა.

სერხი სამპერს "ვისელ კობეში" ანდრეს ინიესტა, დავიდ ვილია და ლუკაშ პოდოლსკი დახვდებიან.

იაპონური კლუბი J1 ლიგაში მეცხრე პოზიციას იკავებს.

altინიესტამ და პოდოლსკიმ იაპონიაში შეხლა-შემოხლაში მიიღეს მონაწილეობა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული