გიორგი წიტაიშვილის გუნდი უეფას ახალგაზრდული ლიგიდან გამოვარდა და "რეალს" ვერ შეხვდება

AutoSharing Option
უეფას ახალგაზრდული ლიგის 1/8 ფინალში გიორგი წიტაიშვილის კიევის "დინამო" გერმანიაში "ჰოფენჰაიმთან" პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩი 0:0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი "ჰომენჰაიმმა" 4:2 იმარჯვა.

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და პირველი პენალტი სერიაში მან გაიტანა, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა შემდეგ 2 პენალტი ვერ გამოიყენეს.

წინა წრეში "დინამომ" "იუვენტუსს" სძლია და ახლაც რომ გაემარჯვა, 1/4 ფინალში "რეალს" შეხვდებოდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული