გიორგი წიტაიშვილის გუნდის მწვრთნელი: "ჰოფენჰაიმთან" დავმარცხდით, რადგან არ გვყავდა ლიდერი

AutoSharing Option
უეფას ახალგაზრდული ლიგის 1/8 ფინალში ძირითადი დროის უგოლოდ დასრულების შემდეგ, გიორგი წიტაიშვილის კიევის "დინამო" სტუმრად "ჰოფენჰაიმთან" პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ნამატჩევს კომენტარი უკრაინული გუნდის მწვრთნელმა იგორ კოსტიუკმა გააკეთა.

"ასეთ მატჩებში ავლენენ ფეხბურთელები ხასიათს, ლიდერის თვისებებს, დღეს სამწუხაროდ მოედანზე ლიდერი არ გვყავდა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, შეტევაში ცუდად, ცოტა მომენტები შევქმენით.

პენალტი ლატარეაა. არ იყო მოედანზე ერთიანი, ბრძოლისუნარიანი გუნდი.

არადა, აქამდე "ჰოფენჰაიმზე" უფრო ძლიერი "ანდერლეხტი" და "იუვენტუსი" დავამარცხეთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული