პენალტის ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი შესრულება ერთ საღამოს [VIDEO]

AutoSharing Option
13 მარტის საღამოს ფეხბურთის გულშემატკივრებმა იხილეს ორი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეასრულო და როგორ არ უნდა შეასრულო 11-მეტრიანი.

ბარსელონაში, "კამპ ნოუზე" ლუის სუარესი "ლიონის" მცველმა ჟეზონ დენაიერმა წააქცია. ბურთთან ლეო მესი მივიდა და პანენკას სტილში შესრულებული დარტყმით მატჩის ანგარიში გახსნა.


23 წუთში ინგლისში, სადაც "ვესტ ბრომვიჩი" "სუონსის" 1:0-ს უგებდა, სტუმრებმა 11-მეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვეს და ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღეს. ბურთთან "გედების" ნახევარმცველი ბერსანტ ცელინა მივიდა და, შესაძლოა, სეზონის ყველაზე ცუდი პენალტი
შეასრულა.

მისი დარტყმის შემდეგ ბურთმა დაახლოებით ერთი მეტრი გაიარა და კარისგან უფრო შორს აღმოჩნდა, ვიდრე დარტყმამდე იყო. მეორე ტაიმში "სუონსიმ" კიდევ ორი ბურთი გაუშვა და 0:3 დამარცხდა.

"ალბათ, ჩემი მოტყუება და პანენკას სტილში დარტყმა სურდა, თუმცა ამან მასვე შეუშალა ხელი", - განაცხადა მატჩის შემდეგ "ვესტ ბრომვიჩის" მეკარემ, სემ ჯონსტონმა.

ბერსანტ ცელინა კოსოვოს ნაკრების ღირსებას იცავს. ის "მანჩესტერ სიტის" აკადემიის აღზრდილია, "სუონსიში" კი 2018 ზაფხულში 3 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ცელინას ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

altგმირის ამბავი, რომელსაც 5 ტყვია მოხვდა და ბარსელონა-ლიონის მატჩს დაესწრო

alt"მცველი ბურთს ამ დრომდე ეძებს" - ნახეთ ჩემპიონთა ლიგის "დღის გამორჩეული მომენტი" [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: რონალდოს ჰეთ-თრიკს მესიმ დუბლით და 2 საგოლე გადაცემით უპასუხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული