ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მადრიდის "რეალის" ბაზაზე ივარჯიშა

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებს შეუერთდა, რომელიც 22 მარტს ვენესუელასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

31 წლის ვარსკვლავი ეროვნული გუნდის რიგებში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ არ გამოჩენილა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინის ნაკრებმა მადრიდის "რეალის" საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა, ამხანაგურ მატჩს კი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გამართავს.

ამის შემდეგ კი, 26 მარტს მაროკოს ესტუმრება, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

altპლუს მესი, მინუს აგუერო და იგუაინი - არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 16 /
მიდი ლეო გაგვახარე, შენი ლამაზი თამაშით და შედევრებით! წარმატება, წარმატება, წარმატება! ი მ ს ა ხ უ რ ე ბ!
ნონა
12:21 19-03-2019
2
ბოღმისტებო ვისაც გულზე მოგხვდათ ლეოს დაბრუნება ნაკრებში, ცივი წყლით გაიგრილეთ ბოღმა პირები.
კობა
12:44 19-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული