2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლუკა მოდრიჩი გახდა

AutoSharing Option
სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ (AIPS) 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა.

მამაკაცებს შორის საუკეთესო სპორტსმენად მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დასახელდა, რომელმაც 2018 წელს "ოქროს ბურთიც" მოიგო.

მოდრიჩმა 419 ქულა დააგროვა და ჩოგბურთელებს ნოვაკ ჯოკოვიჩსა (337) და როჯერ ფედერერს (290) გაუსწრო.

ქალებს შორის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი გახდა.

ბაილსმა 427 ქულა დააგროვა. სამეულში სამთო-მოთხილამურე და სნოუბორდისტი ესთერ ლედეცკა (335) და ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი (331) გახდა.

გამარჯვებულის გამოვლენაში 87 ქვეყნიდან 359 ჟურნალისტი მონაწილეობდა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენი?ეს ჩვენი ლაშა ტალახაძეა,აბა შემედავოს ვინმე.
zas.
17:48 21-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული