კატალონიის ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: AS.com

ჟირონაში, "მონტილივის" სტადიონზე კატალონიის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ვენესუელას 2:1 სძლია.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, 53-ე წუთზე კი ანგარიში "სტოკ სიტის" ფორვარდმა ბოიან კრკიჩმა გახსნა. სამხრეთამერიკელებს ანგარიშის გასათანაბრებლად მხოლოდ 6 წუთი დასჭირდათ - 59-ე წუთზე წონასწორობა "ესპანიოლის" მცველმა რობერტო როსალესმა აღადგინა.

თუმცა მასპინძლებმა სტადიონზე შეკრებილი 12 000 გულშემატკივრის გახარება მაინც შეძლეს - 89-ე წუთზე კატალონიელებს გამარჯვება "ესპანიოლის" ახალგაზრდა ფორვარდმა ხავიერ პუადომ მოუტანა.

ჟირონა. "მონტილივი"
კატალონია -  ვენესუელა 2:1
გოლები: 1:0 კრკიჩი (53), 1:1 როსალესი (59), 2:1 პუადო (89).

კატალონია: ედგარ ბადია
(ისააკ ბესერა, 45), ალეიშ ვიდალი (ხავი პუადო, 63), ჟერარ პიკე (რიკი პუჩი, 51), მარკ ბარტრა (მარკ მუნიესა, 45), დიდაკ ვილა (მარკ კუკურელია, 45), პერე პონსი (ვიქტორ სანჩესი, 45), ალექს გრანელი (ორიოლ რომეუ, 45), ჟოან ჟორდანი (ალეიშ გარსია, 45), ოსკარ მელენდო (მარტინ მონტოია, 45), ბოიან კრკიჩი (მარკ კარდონა, 63), სერხიო გარსია (პერე მილია, 35).

ვენესუელა: ვუილკერ ფარინესი (რაფაელ რომო, 45), ალექსანდერ გონსალესი (რონალდ ერნანდესი, 78), იორდან ოსორიო, ჯონ ჩანსელიორი, რობერტო როსალესი; ტომას რინკონი (ლუის მანუელ სეიხასი, 45), ხუნიორ მორენო, იანხელ ერერა, იეფერსონ სოტელდო (არისტეგიეტა, 60), ჯონ მურილიო (დარვინ მაჩისი, 60), ხოსეფ მარტინესი (ხუანპი ანიორი, 60 (ჯონერ კადისი, 81)).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული