კოპა ამერიკა. ვენესუელამ ბოლივია დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ ღამით გაიმართა კოპა ამერიკას A ჯგუფის შეხვედრა ბოლივიასა და ვენესუელას შორის. ვენესუელას გუნდმა მეტოქე 3:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ანგარიში შეხვედრის მე-2 წუთზე გაიხსნა. მაჩისმა ერნანადესის პასი გამოიყენა და ვენესუელა დააწინაურა- 0:1.

მატჩის 55-ე წუთზე მაჩისმა დუბლი გაიფორმა. ამჯერად საგოლე პასი რინკონმა გააკეთა და სხვაობა ორბურთიანი გახდა- 0:2.

82-ე წუთზე ბოლივიელებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლეს. გოლი ხუსტინიანომ გაიტანა და ბოლივია თამაშში დაბრუნდა- 1:2.

თუმცა ბოლივიელების გოლიდან 4 წუთში MLS-ის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა და ფეხბურთელმა ჯოსეფ მარტინესმა შეხვედრის საბოლოო
ანგარიში დააფიქსირა- 1:3.


22 ივნისი, ბრაზილია, ბელუ ჰორიზონტე, "მინეირანი"

ბოლივია - ვენესუელა 1:3

0:1 მაჩისი(2), 0:2 მაჩისი (55), 1:2 ხუსტინიანო (82), 1:3 მარტინესი (86)

ბოლივია: ლამპე, მ. ბეხარანო(ფერნანდესი, 72) ჰაკინი, საუსედო, დ. ბეხარანო, ხასტინიანო, ხასინო, რ. ვაკა, მარტინსი(ალვარესი, 78) , ლ. ვაკა(კასტრო, 34)

ვენესუელა: ფარინესი, როსალესი, კანცლერი, ერნანდესი, რინკონი, ანიორი(სოტელდო, 59), მორენო, სავარინო, დელ პინო, რონდონი(მურილიო, 86), მაჩისი(მარტინესი, 73)

ამ მოგებით ვენესუელამ A ჯგუფში 5 ქულა დააგროვა და მხოლოდ ბრაზილიას ჩამორჩა. შესაბამისად, ვენესუელელებმა მეოთხედფინალში გასვლა უკვე გაინაღდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული