27 მარტს, არგენტინის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სტუმრად მაროკო 1:0 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო არგენტინელთა თავდამსხმელმა ლეო მესიმ, რაც მასპინძლებმა გააპროტესტეს, რადგან მისი თამაში წინასწარ იყო შეთანხმებული.
არგენტინელებმა თავი იმით იმართლეს, რომ მესიმ ვენესუელასთან წაგებულ შეხვედრაში (1:3) ტრავმა მიიღო.
ამ მატჩში გოლი შეცვლაზე შესულმა "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ანხელ კორეამ გაიტანა.
ტანგერი. "გრანდ სტადე დე ტანგერი"
მაროკო - არგენტინა 0:1
გოლი: კორეა (83)