"ატლეტიკოს" 23 წლის მცველი ლიუკა ერნანდესი "ბაიერნში" გააგრძელებს კარიერას.
"ბაიერნმა" ერნანდესს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც ძალაში 2019 წლის 1 ივლისიდან შევა.
"ბაიერნმა" ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაიხადა, ლიუკას კი სეზონურ გასამრჯელოდ 13 მილიონი დაუნიშნა და გუნდის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
ეს ტრანსფერი "ბაიერნისთვის" გერმანიაში სარეკორდოა - აქამდე ყველაზე ძვირად 2017 წელს "ლიონისგან" ნახევარმცველი კორენტენ ტოლისო 41.5 მილიონად შეიძინეს.
მიმდინარე სეზონში ერნანდესმა ლა ლიგას 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა და როხიბლანკოს გუნდში გატარებული 12 წელიწადისთვის მადლობა გადაუხადა.