"გენტის" უკრაინელი თავდამსხმელი ივან იარემჩუკი თვლის, რომ კარიერისთვის კარგი ადგილი აირჩია.
"ბელგიაში საკუთარ თავს ყიდი. აქ კლუბების უმთავრესი ამოცანა შენი ტოპ-კლუბისთვის მიყიდვა და ფულის შოვნაა.
შემდეგ ილაპარაკებენ, რომ კარგი ფეხბურთელი გაზარდეს, რათა სხვა ნიჭიერი მოთამაშეები მიიზიდონ და ისინიც გაყიდონ", - ციტირებს იარემჩუკს ua-football.com-ი.
ირემჩუკმა ბელგიის ჩემპიონატის 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო თასის 4 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.