პაპი ფრანცისკე ლიონელ მესიზე: თეორიულად ეს მკრეხელობაა, ამის თქმა არ შეიძლება

AutoSharing Option
რომის პაპმა ფრანცისკემ ტელეარხ La Sexta-სთვის მიცემულ ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად, მის თანამემამულე ლიონელ მესის შესახებაც ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა არგენტინელი სუპერვარსკვლავის ღმერთთან გაიგივება მკრეხელობა, ფრანცისკემ დადებითი პასუხი გასცა.

- თეორიულად ეს მკრეხელობაა, ამის თქმა არ შეიძლება და მე ამისი არ მჯერა. თქვენ გჯერათ?

- მე მჯერა.
- მე კი არა. ხალხს შეუძლია თქვას, რომ ის ღმერთია, ისევე, როგორც ამბობენ, რომ ვიღაცას აღმერთებენ, მაგრამ ამის თქმა მხოლოდ ღმერთზე შეიძლება. "ის ბურთთან ერთად მოედანზე ღმერთია" - მასზე ასე ხშირად
ამბობენ. ეს უბრალოდ საკუთარი დამოკიდებულების ემოციური გამოხატვაა.

- მაგრამ ის ხომ კარგად თამაშობს?
- რა თქმა უნდა, ის ძალიან კარგია, მაგრამ ღმერთი არ არის.

პაპი ფრანცისკე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ის არგენტინული "სან ლორენცოს" საპატიო წევრია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მესი დაფრინავს, თითქოს მასა არა აქვს, ნიავია და მცველები რას მოუხერხებენ ისე ჩაიქროლებს მათ შორის. მარადონა რომ აიწყვეტდა და ჯიქურ წავიდოდა დამცველებზე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს სწრაფმავალი ტანკი მოქროდა და შესაძლოა გადაეთელე. ბატონი თენგიზ სულაქველიძე იგონებდა დამტვრევას ვერც ვიფიქრებდი, მაგრამ წაქცევა მინდოდაო, ჰოდა რამდენიც გამწარებით დავეჯახე იმდენი მე თვითონ წავიქეციო. ბატონი თენგიზი იოლად დასაჯაბნი არ იყო და სწორედ მისი ფიზიკური მონაცემებით იყო გამორჩეული.როგორ უნდა შეადარო ორი გენიოსი?!
emigranti
01:48 02-04-2019
0
ღმერთს ვინც ადამიმინს გაუტოლებს ის იდიოტია, მარა იმათ ვინც ლეოს კიტრს.შეადარებს იამას კიტრი უნდა გაუკეთო.დ
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული