პაპი ფრანცისკე ლიონელ მესიზე: თეორიულად ეს მკრეხელობაა, ამის თქმა არ შეიძლება

AutoSharing Option
რომის პაპმა ფრანცისკემ ტელეარხ La Sexta-სთვის მიცემულ ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად, მის თანამემამულე ლიონელ მესის შესახებაც ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა არგენტინელი სუპერვარსკვლავის ღმერთთან გაიგივება მკრეხელობა, ფრანცისკემ დადებითი პასუხი გასცა.

- თეორიულად ეს მკრეხელობაა, ამის თქმა არ შეიძლება და მე ამისი არ მჯერა. თქვენ გჯერათ?

- მე მჯერა.
- მე კი არა. ხალხს შეუძლია თქვას, რომ ის ღმერთია, ისევე, როგორც ამბობენ, რომ ვიღაცას აღმერთებენ, მაგრამ ამის თქმა მხოლოდ ღმერთზე შეიძლება. "ის ბურთთან ერთად მოედანზე ღმერთია" - მასზე ასე ხშირად
ამბობენ. ეს უბრალოდ საკუთარი დამოკიდებულების ემოციური გამოხატვაა.

- მაგრამ ის ხომ კარგად თამაშობს?
- რა თქმა უნდა, ის ძალიან კარგია, მაგრამ ღმერთი არ არის.

პაპი ფრანცისკე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ის არგენტინული "სან ლორენცოს" საპატიო წევრია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ღმერთს ვინც ადამიმინს გაუტოლებს ის იდიოტია, მარა იმათ ვინც ლეოს კიტრს.შეადარებს იამას კიტრი უნდა გაუკეთო.დ
1
ვიღაცას თუ რამსები არეული აქვს მესი რა შუაშია. ლეო გოლს რომ იტანს პირველი სწორედ ღმერთს სწირავს მადლობას და ამით ყველაფერია ნათქვამი.
BARCA CHAMPION
17:28 01-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული