გიორგი მელქაძეს "სპარტაკში" 250-ათასევროიანი ხელფასი არ აწყობს

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველი გიორგი მელქაძე "სპარტაკს" კონტრაქტის გაგრძელებაზე ვერ შეუთანხმდა.

"სპარტაკმა" მელქაძეს სეზონურ გასამრჯელოდ 250 ათასი ევრო შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელს ანაზღაურება ეცოტავა.

მელქაძის აგენტმა ვალერიუს მიჟიგურსკისმა განაცხადა, რომ მისი კლიენტისთვის გაცილებით მაღალი ხელფასის შეთავაზებას ელოდნენ, რადგან ამ გუნდის აღზრდილია, სხვაგან გადასვლა არ უნდა, მაგრამ თუ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს, აბარგება მოუწევს, მით უმეტეს არაერთი შეთავაზება აქვს.

მელქაძეს "სპარტაკთან" ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.

გასულ სეზონში ის "სპარტაკის" დუბლებში თამაშობდა, ამ სეზონში კი პირველ გუნდში რუსეთის პრემიერლიგაზე 3
მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი არაფრით არ გამოუჩენია.

გიორგი მოსკოვში დაბადებულია, რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და თავს რუს ქართველად მიიჩნევს.

2017 წლის ოქტომბერში მელქაძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს, მაგრამ გიორგი ყიფიანის გუნდში თამაშზე უარი განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ან რაში გვაინტერესებს მისი კარიერა?
tazo
02 აპრილი 2019 10:45
2
ჩვენ ნაკრებს მელქაძე კი არა ათი მელქაძე ვერ უშველის ასე რომ აზრი არ აქ აქ კომენტარების წერას ისე კი მართლა რუსული ფეხბურთი რო გვისწრებს ამაში ეჭვი გეპარებათ?
soso
02 აპრილი 2019 10:28
2
უარი თქვა ნაკრებში თამაშზეო ? ბევრი არაფერი დაგვიკარგავს . მაგრამ ეხლა აქეთ დაიწყებს ხვეწნას რადგან რუსებმა გაუშვეს სამ ასოზე.
Beqa
02 აპრილი 2019 07:24
3
რა რუსქართველი სისხლით წინაპრებით და აღზრდითაც ქართველია ....უბრალოდ ფულის ანუ კარგ კონტრაქტზე ჩალიჩობდნენ ( მაგიტომაც დაიკიდა ჩვენი ნაკრები ) ახლა ეტყობა არც კონტრაქტი ექნება არც ნაკრები სადღაც პირველ ლიგაში ამოყოფს თავს ...და არც იმდენი ფული რაზეც ასე ოცნებობდნენ ...რის გამოც სამშობლო გაყიდა...!!!
Auee
01 აპრილი 2019 21:42
6
Sulit ar yopila qartveli.
Tavis gzaze gaumarjos gmertma tu eg iq upro kargad grdznobs tavs
Erekle
01 აპრილი 2019 20:33
1
მართალი კაცი ხარ ერეკლე!
emigranti
02 აპრილი 2019 01:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული