"ევერტონის" მეკარემ, ჯორდან პიკფორმა სანდერლენდის ერთ-ერთ ბარში ფანებთან იჩხუბა.
25 წლის ფეხბურთელი მშობლიურ ქალაქში დასასვენებლად ჩავიდა, სადაც მასსა და ბარის სხვა სტუმარს შორის კონფლიქტი მოხდა.
პიკფორდი მეგობრებთან და ოჯახთან ერთად საფეხბურთო ლიგის თასის ფინალს უყურებდა, რომელშიც "სანდერლენდი" "პორტსმუტს" ხვდებოდა (2:2, პენ. 4:5), როდესაც ბარის სხვა სტუმრებმა მის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილების სკანდირება დაიწყეს.
ინგლისის ნაკრების მეკარემ ამას მშვიდად უპასუხა, თუმცა, როდესაც შეურაცხმყოფელი სიტყვების ადრესატი მისი საცოლე გახდა, სიტუაცია უკონტროლო გახდა.
"ევერტონმა" მომხდარის შესწავლა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ პიკფორდი 2017 წელს "ევერტონში" სწორედ "სანდერლენდიდან" გადავიდა.
მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით