France Football: ლეო მესი 130 მილიონით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი 2018/2019 წლების სეზონის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

რეიტინგი სრულად დღეს, 2 აპრილს გამოქვეყნდება. მასში შეტანილია მოთამაშეთა ხელფასების, ბონუსების და სხვადასხვა შემოსავლების ჯამური მონაცემები.

მესის ყოველთვიური გასამრჯელო 7 მილიონ ევროს აღემატება, წლიური შემოსავალი კი 130 მილიონს შეადგენს.

"იუვენტუსის" ფორვარდი რონალდო წელიწადში 113 მილიონს გამოიმუშავებს. "იუვეში" ის 10 მილიონით იმაზე მეტს იღებს, ვიდრე "რეალში" იღებდა.

მესამე ადგილზე 91.5 მილიონით პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარია.

შემდეგ მოდიან: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, 44
მლნ) და გარეთ ბეილი (რეალი, 40.2 მლნ)

Get French Football News-ი აზუსტებს, რომ ეს თანხები ნაჩვენებია გადასახადების ჩამოჭრამდე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სიტყვა პელე ნიშნავს მეფეს და საუკეთესოს.კაცს რომ ეუბნებიან შენ საქმეში პელე ხარო ე.ი. საუკეთესო ხარო.რა მესი რის მესი.ნახეთ პელეს ფინალებ მსოფლიოებზე და მესის 2014 წლის ფინალი და საერთოდ პლეიოფები სადაც გროშკაპიკის საქმე არ გაუკეთებია.შარშანდელი სამარცხვინო სეზონის შემდეგ კიდე რომ ხმას იღებთ მესისტები ეტყობა ექიმი გჭირდებათ.
ექიმი
11:39 05-04-2019
0
ფეხბურთი გვიყვარს თავისი არაორდინალობით მომენტის ექსტრავაგანტურობით ემოციით ფანტასტიურობით დახვეწილობით ამას თითქმის ყველა ცნობილი გენიალური ფეხბურთელები ქმნიდა დავიწყოთ პელეთი ბეკენბაურით კრუიფით პლატინით ყიფიანით ზიდანით დღეს რონალდო მაგრამ ყველაზე კარგად ყველაფერს ამას მესი აკეთებს რავუყოთ რომ ვერ იგებს მსოფლიოს აქ ბევრ მიზეზებზე შეიძლება ყურდღების გამახვილება თუმცა კაცობრიობის ისტორია ცნობილია კონტრასტებით და შეუსაბამობით ალოგიკურობით სპორტდან დაწყებული უმრავი მაგალითია ჩონგბურთი დავიწყებ იყო ასეთი ჩონგბურთელი ივან ლენდლი რომელსაც ყველაფერი ჰქონდა მოგებული თუმცა უიმბილდონის მოგებას ვერაფრით ახერხებდა და კარიერაც ასე დაასრულა თითქმის ყველა სფეროშია მსგავსი ისტორიები ვუსურვებდი მესის მსოფლიოს მოგებას უბრალოდ სახელის გამო არა უბრალოდ იმსახურებს.
კახა
03:23 05-04-2019
0

სიახლეები პოპულარული