"ინტერი" "ინტერს" სასამართლოში უჩივის

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" მაიამის "ინტერსა" და MLS-ს სასამართლოში უჩივის. მილანელებს საკუთარი სავაჭრო ნიშნის დაცვა სურთ, ვინაიდან 2020 წლიდან MLS-ში დევიდ ბექჰემის კუთვნილი "ინტერ მაიამი" იასპარეზებს.

სააპელაციო საბჭო იმსჯელებს სავაჭრო ნიშნის გამოყენების შესახებ და გადაწყვეტს, არის თუ არა "ინტერის" ბრენდი მხოლოდ მილანური კლუბის ექსკლუზიური საკუთრება.

MLS-ში ამტკიცებენ, რომ სახელწოდება "ინტერი" წარმოადგენს სიტყვა international-ის ("საერთაშორისო") შემოკლებულ ვარიანტს და ეს ტერმინი საფეხბურთო გუნდების სახელწოდებებში ხშირად გამოიყენება.

მათივე მტკიცებით, ფეხბურთში ტერმინ "ინტერის" ფართოდ გამოყენების გამო მას მხოლოდ ერთ კლუბთან არ აიგივებენ.

მომზადებულია Calciomercato-ს მიხედვით

alt"ინტერს"

იკარდის ბენზემაში გაცვლა სურს

alt"ინტერი" მოდრიჩისა და რაკიტიჩის ტრანსფერებზე მუშაობს

altდევიდ ბექჰემი: მესი და რონალდო გაისად "ინტერ მაიამიში"? არასდროს იცი, ფეხბურთში რა მოხდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული