პელე პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელე პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს.

ლეგენდარული ბრაზილიელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ცხელებისა და გაშეშების შეტევის გამო აღმოჩნდა.

არსებული ინფორმაციით, პელეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, საავადმყოფოში კი ის გართულებების თავიდან არიდების მიზნით გადაიყვანეს.

რამდენიმე დღის წინ 78 წლის ბრაზილიელი პარიზში ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა და პსჟ-ის ახალგაზრდა ფორვარდ კილიან მბაპესაც შეხვდა.

მომზადებულია RMC Sport-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
პელე! შენ და მარადონა, სანამ ბოღმისგან არ განთავისუფლდებით სულ ასე იავადმყოფებთ მესი არ გეხებათ არც გახსენებთ, თქვენ კი სულ ახსენებთ უარყოფით კონტექსში, შეეშვით მესისთან შეჯიბრს, თორემ უარესი დაგემართებათ.
ლუკა
15:20 04-04-2019
4
მესიზე მთელი ამბები, რომ იყო ატეხილი "ღმერთიაო" ჯერ ესეთი მესიმ თვითონ არ დაირქვა. თავისი ჯადოსნური თამაშით შეარქვეს გულშემატკივრებმა. რატომ იმაზე არ საუბროთ და რომის პაპმაც არ გაამახვილა ყურადღება, რომ არგენტინაში ერთ ერთ ეკლესიას მარადონას სახელი ჰქვია და ხატები მისი სურათებით არის აჭრელებული. ამაზე ყველა დუმს. ეს რაა? არ არის დიდი მკრეხელობა?
სიმართლის მთქმელი
15:28 04-04-2019
2

სიახლეები პოპულარული