მუსლინს, რომელმაც ვაისს ორივე დუელი მოუგო, სომხეთის ნაკრებს ჩააბარებენ

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრების მწვრთნელად შეიძლება სულ მალე 65 წლის სერბი სლავოლიუბ მუსლინი დანიშნონ.

Football365-ის ცნობით, ის ამჟამად ერევანშია და ფეხბურთის ფედერაციასთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

გასული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სლავოლიუბი იმ სერბეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რომელიც ჯგუფში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად იყო.  შეგახსენებთ, სერბებმა "ჯვაროსნები" ორივე მატჩში დაამარცხეს.

მართალია, მუსლინმა ნაკრები მუნდიალზე გაიყვანა, მაგრამ მოულოდნელად კონტრაქტი გაუწყვიტეს და სამუშაოდან დაითხოვეს.

ბოლოს ის საუდის არაბეთის "ალ ფეიხს" წვრთნიდა, თუმცა დიდხანს არც იქ გააჩერეს - თებერვალში მოხსნეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაისს სომხებთან დიდი ხანია ცაგებულია და დხესაც ცააგებს .
შოკირებული გულშემატკივარი s
12:34 09-09-2019
0
აწი ვაისს სომხებთანაც გაუჭირდება
შოკირებული გულშემატკივარი
11:27 05-04-2019
2

სიახლეები პოპულარული