"სპარტაკის" ფეხბურთელი ამერიკელს ავტომობილით დაეჯახა და შემდეგ ცხვირ-პირი გაუერთიანა

AutoSharing Option
რუსულ საფეხბურთო საიტებზე ფეხბურთზე უფრო იქაურ კრიმინალურ ამბებზე იწერება.

ამჯერად მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა აიაზ გულიევმა "გამოიჩინა თავი". ის თავისი "მერსედესით" მოსკოვში გადასასვლელზე ამერიკის მოქალაქეს, მაიოკლ კოუ ჯონ ელის დაეჯახა. შუქნიშანზე როდესაც წითელი აინთო, ყველა ავტომობილი გაჩერდა, მხოლოდ გულიევმა გააგრძელა მოძრაობა და ელის დაეჯახა, რომელმაც მანქანაზე ხელი დაარტყა. ეს იწყინა ფეხბურთელმა, გადავიდა და ცხვირი მაგრად გაუტეხა.

დაზარალებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, საავადმყოფოში გადაყვანაზე კი უარი განაცხადა.

პოლიციის განყოფილებაში გულიევმა ამერიკელს რამდენჯერმე ბოდიში მოუხადა და ფული შესთავაზა. საბოლოოდ ელიმ დაწერა განცხადება, რომ პრეტენზია
არ გააჩნია.

გულიევმა ავტომობილი 2018 წელს შეიძინა, 200-ზე მეტჯერ დაარღვია მოძრაობის წესები და ჯარიმების ნაწილი გადაიხადა.

22 წლის გულიევი მოსკოვში დაბადებული აზერბაიჯანელია და რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული