13 აპრილს, ბუნდესლიგის 29-ე ტურში "დორტმუნდმა" სახლში 2:1 დაამარცხა "მაინცი".
გასულ ტურში "ბაიერნთან" განადგურებული (0:5) "დორტმუნდი" სანჩოს დუბლით კი დაწინაურდა, მაგრამ მატჩის დასასრულს გოლი გაუშვა და გამარჯვებასაც ხელიდან გაუშვებდა, მეკარე ბიურკის რომ არ ეყოჩაღა.
"დორტმუნდი" მეორეადგილოსან "ბაიერნს" 2 ქულით უსწრებს, მაგრამ თუ 14 აპრილს "რეკორდმაისტერმა" დიუსელდორფში "ფორტუნას" მოუგო, ლიდერობას დაიბრუნებს.
დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - მაინცი 2:1
გოლები: 1:0 სანჩო (17), 2:0 სანჩო (24), 2:1 ქუაისონი (81)