ლეო მესი და რონალდო ერთმანეთს კოცნიან - France Football-ის ახალი ნომრის გარეკანზე

AutoSharing Option
France Football-მა თავის ოფიციალურ საიტზე ყოველკვირეული ჟურნალის ახალი ნომრის გამოშვება დააანონსა.

გარეკანზე გამოსახულნი არიან თავდამსხმელები - ლეო მესი (ბარსელონა) და რონალდო (იუვენტუსი), რომლებიც ერთმანეთს კოცნიან და მათ მრავალწლიან დაპირისპირებას ფრანგული გამოცემა წერილს მიუძღვნის.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მათ ორთაბრძოლაზე საკუთარ მოსაზრებას ხრისტო სტოიჩკოვი, ჟან-პიერ პაპენი, ჯეიმი კარაგერი, არიენ რობენი, მარკო ტარდელი და ფილიპ ლამი გამოთქვამენ.

მესიმ და რონალდომ ხუთ-ხუთჯერ მოიპოვეს მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო "ოქროს ბურთი".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ საზიზღარ სურათზე, კარგი იქნება მესიმ უჩივლოს ამ რედაქციას. ეს არის პირადი შეურაცყოფა. ამ რადაქციამ სულ გააფრინა.
3
როლანდოსი არ ვიცი, მაგრამ მესი, რომ საუკეთესო მეოჯახეა ეს ყველასთვის არის ცნობილი. ამოტომ ასეთი სურათის დაბეჭვდა არის ყველანაირად შეურამცყოფელი მესის ოჯახისთვის. ეს "ფრანს- ფუტბოლი" ყველაფერს გააკეთებს, რომ მესის შეეხოს და ამოაგდოს რიტმიდან, კიდევ რა საზიზღრობას მოიგონებს?
გია1
11:06 16-04-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული