MLS-ში კლუბების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება

AutoSharing Option
ფოტოზე: "მაიამის ინტერის" მფლობელი დევიდ ბექჰემი MLS-ის კომისარ დონ გერბერთან ერთად

აშშ-ის საფეხბურთო ლიგა MLS-მა გაახმოვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, კლუბების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

ჩრდილოამერიკულმა ლიგამ გამოაცხადა, რომ ორი კლუბი, "საკრამენტო" და "სენტ ლუისი" 2019 წლის მეორე მეოთხედში გაფართოების კომიტეტის წინაშე პრეზენტაციას ჩაატარებენ.

პრეზენტაციაზე საუბარი იქნება იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც უახლოეს თვეებში კომიტეტში უნდა მიიღონ.

წლევანდელ სეზონში MLS-ს 24-ე კლუბად "ცინცინატი" შეუერთდა. დევიდ ბექჰემის "მაიამის ინტერსა" და "ნეშვილს" 2020 წელს ექნებათ დებიუტი, 2021 წელს კი MLS-ს "ოსტინი" შეუერთდება.

MLS-ში განაცხადეს, რომ
"საკრამენტო" გულშემატკივართა მხარდაჭერის მხრივ გამორჩეული იყო, ხოლო "სენტ ლუისი" ლიგის პირველი გუნდი იქნება, რომლის წილის უმრავლესობას ქალები ფლობენ.

მომზადებულია Skysports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული