33-ე ტურში "აიაქსი" 28 აპრილს "დე გრააფსჰაპს" უნდა შეხვედროდა, 30 აპრილს კი "ტოტენჰემს" გასვლაზე ეთამაშება. ამიტომ ფედერაციამ მთელი ტური გადაიტანა.
ეს იმისათვის გააკეთეს, რათა "აიაქსს" " ტოტენჰემთან" მატჩისთვის უკეთესად მომზადების საშუალება ჰქონდეს, ხოლო რადგან ამსტერდამული გუნდი პსვ-სთან ოქროს მედლებისთვის იბრძვის, "დე გრააფსჰაპი" კი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის, ყველა გუნდი თანაბარ ვითარებაში იქნება.
მოკლედ, 33-ე ტური 15 მაისს გაიმართება.