მშობლის გულმა ვერ გაუძლო - ავიაკატასტროფაში დაღუპული ემილიანო სალას მამა გარდაიცვალა

AutoSharing Option
ავიაკატასტროფაში დაღუპული "კარდიფის" თავდამსხმელის ემილიანო სალას მამა ორასიო სალა გულის შეტევის შედეგად მექსიკის ქალაქ პროგრესოში გარდაიცვალა. ამის შესახებ რადიო La Red​-ით ქალაქის მერმა ხორხე მიულერმა იუწყა.

"ორასიოს მეუღლემ დილის 5 საათზე დამირეკა, ექიმები უკვე ადგილზე იყვნენ. როდესაც მათთან სახლში მივედი, ის უკვე გარდაცვლილი იყო".

ემილიანო სალა 3 თვის წინ "ნანტიდან" "კარდიფში" გადავიდა და კერძო თვითმფრინავი, რომლითაც ინგლისში მიემგზავრებოდა, ლა მანშის სრუტეში ჩავარდა.

"სანი" იტყობინება, რომ ერთი კვირის წინ ავტოავარიაში გარდაიცვალა ემილიანოს საუკეთესო მეგობარი, 24 წლის სებასტიან რაბელინო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაა, ძაან ცუდია
amber
03:39 27-04-2019
0
მამის სიყვარული უსაზღვროა, ისევე როგორც დედის,მაგრამ მამები უფრო გულჩვილნი არიან როგორც ჩანს.
ერთი "ავადმყოფი" ფსიქიკის ცნობადი ამბობდა, არც სამოთხე მწამს და არც ჯოჯოხეთიო,მე კი ვფიქრობ ამ მამა-შვილის სულები სამოთხეში ერთმანეთს შეხვდებიან...
ტოტო
13:05 28-04-2019
0

სიახლეები პოპულარული