ემილიანო სალა არგენტინაში დაკრძალეს

AutoSharing Option
ტრაგიკულად დაღუპული არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა არგენტინაში, მშობლიურ სანტა ფეს პროვინციაში დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიალს უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის "კარდიფის" დირექტორი კენ ჩუ და მწვრთნელი ნილ ვორნოკი.

28 წლის თავდამსხმელის თვითმფრინავი 21 იანვარს გაუჩინარდა, როდესაც ის ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა, მასთან ერთად ბორტზე პილოტი დევიდ იბოტსონი იმყოფებოდა, თუმცა მისი ცხედარი ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ.

სალას ცხედარი 4 თებერვალს 67 მეტრის სიღრმეში წყლის ქვეშ თვითმფრინავის ნაგლეჯში აღმოაჩინეს.

ემილიანო სალამ თავი "ნანტში" თამაშით გაითქვა, 2019 წლის 19 იანვარს ის "კარდიფის" მოთამაშე რეკორდულ ფასად გახდა,
ტრაგედიამდე ორი დღით ადრე.

alt"ნანტმა" 9-ნომრიანი მაისური სალას სამუდამოდ უსახსოვრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული