ფრენკი დე იონგი: არა მგონია, "ბარსელონაში" უცბად ძირითად შემადგენლობაში დავმკვიდრდე

AutoSharing Option
"აიაქსის" 21 წლის ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ზაფხულში "ბარსელონაში" გადაბარგდება და ამაზე გააკეთა კომენტარი.

"არა მგონია, "ბარსელონაში" უცბად ძირითად შემადგენლობაში დავმკვიდრდე. ყველაფერი მომენატრება, რაც "აიაქსთანაა" დაკავშირებული. აქ ყოველდღე ბედნიერი ვარ. ეს შესანიშნავი კლუბია და ახალგაზრდა ფეხბურთელებთან დამოკიდებულებაც განსაკუთრებულია.

გული მწყდება, რომ მივდივარ, თუმცა "ბარსელონაში" გადასვლაც მახარებს", - გაუმხილა თავისი გრძნობები დე იონგმა "მარკას".

"ბარსას" მისი ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული