კარდიოლოგმა იკერ კასილიასთან დაკავშირებით სავალალო დასკვნა გააჟღერა

AutoSharing Option
იკერ კასილიასმა პირველ მაისს "პორტუს" ვარჯიშზე მიოკარდიუმის ინფარქტი მიიღო. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ესპანელი კარდიოლოგის, ხუან ანტონიო კორბალანის განცხადებით, იკერი ფეხბურთის თამაშს ვეღარ გააგრძელებს.

"კორონარული სტენტით ფეხბურთის თამაში შეუძლებელია, განსაკუთრებით, მეკარისთვის. იკერი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა პროფესიონალურ სპორტს - ვერა", - განაცხადა კორბალანმა.

37 წლის იკერ კასილიასს კარიერის უდიდესი ნაწილი მადრიდის "რეალში" აქვს გატარებული, ბოლო წლებში კი "პორტუს" ღირსებას იცავს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამისი მადრიდიდან გაშვება და არ დაფასება არ შერჩება არავის არასოდეს,. როგორ არ დაიცვეს სირვხვილი მადრიდს
Bijo
12:41 02-05-2019
3
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ იკერს
bavarieli
14:29 02-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული