"ლივერპულის" ყოფილი მცველი: სანამ დროა, სასწრაფოდ უნდა დავაბრუნოთ კოუტინიო

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი მცველი ფილ ტომპსონი "ბარსელონადან" ნახევარმცველ ფელიპე კოუტინიოს დაბრუნების მომხრეა.

"ჩემი ნება რომ იყოს, კოუტინიოს ახლავე დავაბრუნებდი. ეს სასწრაფოდაა გასაკეთებელი.

ყველანი ვხედავთ, რომ "ბარსელონაში" თამაშით უკმაყოფილოა. მარცხნივ ათამაშებენ, მაგრამ მას არ შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ნეიმარი აკეთებდა. ვფიქრობ, კოუტინიო ვერასოდეს იქნება "ბარსელონაში" ისეთი ბედნიერი, როგორიც "ლივერპულში იყო", - ციტირებს ტომპსონს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, კოუტინიო "ბარსელონამ" "ლივერპულისგან" 2018 წლის ზამთარში 140 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კოუტინიო ძალიან მეცოდება, რომ ვერ ამჟღავნებს თავის შესაძლებლობებს. კარგი ფეხბურთელია და ნამდვილად არ მინდა, რომ წავიდეს, არც რაკიტიჩი.
ბარსა
13:56 14-05-2019
0
ბარსელონას ისტორიაში Yველაზე დიდი იმედგაცრუება.
sdfffff
05:39 14-05-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული