"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ იმაზე გამოთქვა საკუთარი შეხედულება, თუ ვინ უნდა გახდეს წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი. აქამდე მთავარ კანდიდატად "ბარსელონას" ფორვარდი ლეო მესი მიიჩნეოდა, მაგრამ კატალონიური გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ არგენტინელის შანსები შემცირდა.
"ვფიქრობ, "ოქროს ბურთის" მფლობელი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ფეხბურთელი უნდა გახდეს", - ციტირებს აგუეროს Depo.
1-ელ მაისს, მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპული" და "ტოტენჰემი" შეხვდებიან.