ვეტერანმა ნახევარმცველმა ხავიმ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს და მწვრთნელობას აპირებს. მან "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი.
"ჯერ "ბარსელონაში" დაბრუნებას არ ვაპირებ. ასეთი დიდი გუნდის მწვრთნელობა ადვილი საქმე არაა.
რა თქმა უნდა, მომავალში მინდა მშობლიურ გუნდს ჩავუდგე სათავეში, მაგრამ ამისათვის მზად უნდა ვიყო. ჯერ ეს დრო არ დამდგარა", - განაცხადა ხავიმ TV3-ის ეთერში.
ესპანური პრესის ცნობით, არაა გამორიცხული, ხავი "ბეტისის" მწვრთნელად დანიშნონ.
ხავი სეზონის ბოლოს ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
39 წლის ხავიმ შოთა არველაძის "ფახთაქორს" დუბლი შეუსრულა [VIDEO]